ბათუმში ჭაობის დასახლებაში 32 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ე.წ. „ჭაობის“ ქუჩების რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება. გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, სულაბერიძიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში უკვე მოეწყო ბორდიურები, ხოლო სულაბერიძიდან თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის აპრილში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 4 982 773, 39 ლარს შეადგენს.

“ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია ერთ-ერთი მსხვილი პროექტია, რომელსაც ქალაქის მასშტაბით ვახორციელებთ. წესრიგდება 32 ქუჩა, ჩიხი და შესახვევი. ამჟამად, ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, სულაბერიძიდან თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე KfW-ს პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გადაადგილების მხრივ შეზღუდვებია, რისთვისაც მოქალაქეებსა და მძღოლებს ბოდიში მინდა მოვუხადო” – ლაშა კომახიძე.

Comments
Loading...