- Advertisement -

ბათუმში, 11-12 მარტის მოვლენებზე დარჩენილი ერთადერთი დაკავებული, უზენაესმა სასამართლო უდანაშაულოდ სცნო

ბათუმში გასული წლის 11-12 მარტის მოვლენებზე დარჩენილი ერთადერთი დაკავებული პირი ლაშა დეკანაძე უზენაესმა სასამართლომ დღეს უდანაშაულოდ სცნო.

გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მანამდე ბათუმის საქალაქო სასამართლომ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგი საქმეში ნაწილობრივ დამნაშავედ იიჩნია. დაკავებულის ადვოკატი დავით ჯაფარიძე აცხადებს, რომ უზენაესმა სასამართლომ მათი ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა და სრულიადუდანაშაულოდ მიიჩნია.

“უზენაესმა სასამართლომ გაამართლა ოთხივე ბრალდებაში. პროკურორი ითხოვდა ლაშა დეკანაძისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. სასამართლო არ დაეთანხმა ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს, რომლებიც დაკავებულს პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებულად მიიჩნევდნენ, უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა რომ ის სრულიად უდანაშაულოდ იჯდა ციხეში წელიწადნახევარი”-განაცხადა დავით ჯაფარიძემ

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავშირებით სულ 21 პირი იყო დაკავებული. უმრავლესობასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რაზეც ერთადერთმა დაკავებულმა ლაშა დეკანაძემ თქვა უარი და საბოლოოდ უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ უდანაშაულოდ სცნო. მას პირობითი სასჯელიც გაუუქმდა.

Comments
Loading...