ბათუმში 12:00 საათიდან ალილოს მსვლეობა მოეწყობა

საშობაო ლოტურგია აჭარაში ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში გაიმართა.

განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, სადაც საზეიმო წირვას მღვდელმსახურებთან ერთად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ასრულებდა. ლიტურგიას მრევლთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ესწრებოდა.

ბათუმში 12:00 საათიდან ალილოს მსვლეობაც მოეწყობა. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებს შემოივლიან.

Comments
Loading...