ბაღდათის ინოვაციების ცენტრს ამერკის საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი სტუმრობდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინოვაციების ცენტრს ამერკის საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში კულტურის ატაშე, ინოვაციების ცენტრის მუშაობას და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელს მანანა კაპეტივაძეს ჯულიუს ცაიმ, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ტიტულის მოპოვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. დღესვე კულტურის ატაშე ინოვაციების ცენტრში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს შეხვდა.

Comments
Loading...