ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდში ბერიეთის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

VIII-IX საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენით სამუშაოები, საქართველოს კულტურლი მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქველმოქმედო ფინდ "ქართუ"-ს მხარდაჭერითა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციათივით ხორციელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შალვა მშვილდაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა კახა გოგნაძემ, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლოტ მეუფე ანტონთან ერთად დაათვალიერა. ბერიეთის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

Comments
Loading...