- Advertisement -

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში 1-2 დეკემბერს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი თუნუქის სახურავების დარიგება უკვე დაიწყო. 2 დღიანმა სტიქიამ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ათეული სახლი დააზიანა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები სპეციალურ კომისიასთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას პირადად გაეცვნენ და შესაბამისი დახმარება გაუწიეს.

Comments
Loading...