- Advertisement -

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ზეკარის უღელტეხილზე “ზეკარობა“ გაიმართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ზეკარის უღელტეხილზე, დიდმაღალის ქედზე ბაღდათისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მეგობრობის ნიშნად საერთო სახალხო დღესასწაული "ზეკარობა“ გაიმართა. ღონისძიებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, ბაღდათი- ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი , ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ბაღდათისა და ადიგენის თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და უცხოელი ტურისტები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში ე.წ "ქვასაყდარას" ქედზე მოეწყო დოღი და რეწვის ნიმუშების გამოფენა -გაყიდვა.

მობრძანებულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ იქვე მთაში ნაწარმოები პროდუქტები და სხვადასხვა სახის ღვინოები დაეგემოვნებიათ. მთის დღესასწაყლი ბაღდათის მუნიციპალიტეტში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნებოდა. გარკვეული პერიოდი სახალხო დღესასწაული დავიწყებას მიეცა და იგი 2015 წელს აღდგა, რომელმაც ტრადიციული სახე მიიღო და ორი მუნიციპალიტეტის ბაღდათისა და ადიგენის მეგობრობის ნიშნად, აგვისტოს თვეში ზეკარის უღელტეხილზე ყოველ წელს იმართება.

Comments
Loading...