- Advertisement -

ბაღდათში მცხორებმა დევნილებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს პრობლემები გააცნეს

რა პრობლემები აქვს ბაღდათში მცხორებ დევნილ მოსახლოებას. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, უკვე მრავალი წელია არსებობა ამორტიზებულ შენობებში უწევთ, მათ ინფორმაცია დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს გააცნეს.

„წლებია ბაღდათში სასტუმროს შენობაში ვცხოვრობთ, რომელიც სრულად ამორტიზებულია. 8 სულიანი ოჯახი ვართ გაუსაძლის პირობებში, მაგრამ ბინის მისაღებად საქმარისი ქულა მაინც არ გვაქვს“-განაცხადა შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილმა ნატალია შამათავამ.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და საცხოვრებელი ფართებით დევნილი ოჯახები 2021 წლისთვის მაქსიმალურად იქნებიან დაკმაყოფილებულნი.

Comments
Loading...