- Advertisement -

ბაღდათში პირველი ეროვნული ჰიმნის “დიდება” 100 წლის იუბილე აღინიშნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში, კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში, პირველი ეროვნული ჰიმნის "დიდება" 100 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თავად პირველი ეროვნული ჰიმნის შემქმნელის, კოტე ფოცხვერაშვილის შთამომავლები დაესწრნენ.

მოწვეულ სტუმრებს სკოლის აღსაზრდელებმა თავიანთი შემოქმედება წარუდგინეს. დღესვე კოტე ფოცხვერაშვილის ნათესავები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს არჩილ გოგსაძეს შეხვდნენ და კომპოზიტორის განვლილი ცხოვრება გაიხსენეს. პირველი ეროვნული ჰიმნის 100 წლის იუბილე, ა.(ა).ი.პ. ბაღდათის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით აღინიშნა.

Comments
Loading...