ბაღდათში, სოფელ წყალთაშუაში გაზიფიცირების პროცესი 2019 წელს დაიწყება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ ჯაბა ხმალაძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთაშუას მოსახლეობას შეხვდნენ.

მინისტრის მოადგილემ გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად ადგილობრივებს, იმერეთის რეგიონში მიმდინარე ის გაზიფიცირების პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს მთავრობა გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან ერთად ახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დღესვე სოფელ წყალთაშუას საბავშვო ბაღის პედაგოგებს და აღსაზრდელებს შეხვდა, სადაც ნათია თურნავამ განაცხადა რომ, უახლოეს მომავალში მათ გათბობა და საკვების მომზადება, უფრო გამარტივებულად ბუნებრივი აირის გამოყენებით მოუწევთ.

Comments
Loading...