- Advertisement -

ბესიკ ბაუჩაძე აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა

ბესიკ ბაუჩაძემ ხულოს საკრებულოს განცხადებით მიმართა, სადაც საკრებულოს წევრბის უფლებამოსილების შეწყვატას მოითხოვს. როგორც თავად „აიპრესთან“ აცხადებს საკრებულოდან წასვლის მიზეზი ახალი თანამდებობა გახდა. იგი აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ხულოს საკრებულოში ბესიკ ბაუჩაძეს, რამაზ ძირკვაძე ჩაანაცვლებს. ამის შესახებ "აიპრესს" ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ ხულოს ყოფილი გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე თვითმმართველობით არჩევნებით სიის მეორე ნომერი იყო.

Comments
Loading...