ბიულეტენებში ხარვეზის გამო ქობულეთში 32 საარჩევნო უბანი ერთი საათის დაგვიანებით გაიხნა

სოფელ წყავროკას საარჩევნო უბანზე ბიულეტენებში ორი საპრეზიდენტო კანდიდატის ნუმერაცია ბუნდოვნადაა ბეჭდური ხარვეზის გამო. ქობულეთის 81 ოლქის თავმჯდომარის გელა ხახნელიძის განცხადებით უბის კომისიამ მსჯელობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ხმის მიცემის კაბინაში აღნიშნულის შესახებ ინფომაცია გამოეკრა:

საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი ანდრიაძის ნომერია 51

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის ნომერია 48.

ამ წუთებში სარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამორჩევლთა სიაში 1250 ადამიანია რეგისტრირებული. ფაქტი საჩივრების ოქმში უკვე დააფიქსირა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ოპოზიციამ.

Comments
Loading...