- Advertisement -

ბოლოზარი ბათუმის ინკლუზიური სწავლების ცენტრში – მე-12 კლასი 5-მა შშმ პირმა დაასრულა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით,
ბათუმის N26 საჯარო სკოლაში ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.

საგანამანათლებლო დაწესებულებაში ბოლო ზარი დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 5 მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა. ინკლუზიური სწავლების ცენტრში სულ 37 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდი სწავლობს.

კურსდამთავრებულებს სასწავლო წლის დასრულება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მიულოცეს.

ინკლუზიური სწავლების ცენტრში მოქმედებს სახელოსნოები, სადაც მოსწავლეები მუშაობენ თიხაზე, ბატიკაზე, თექაზე, ქსოვენ გობელენს, ამზადებენ სუვენირებს და ხვეწენ სახვითი ხელოვნების უნარებს. დილის საათებში მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესი.

Comments
Loading...