ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი ორდღიანი ვიზიტით ბათუმის პორტში იმყოფება

ხომალდი HMS ECHO ბათუმის პორტში რამდწნიმე წუთის წინ შევიდა. ეკიპაჟს პორტში საზეიმო დახვედრა აჭარის მთავრობამ მოუწყო. თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობას.

“ბოლო პერიოდში ბათუმი უკვე ხშირად მასპინძლობს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ხომალდებს, რაც უდავოდ მბიშვნელოვანი ფაქტია. ბრიტანული გემი შავი ზღვის აკვატორიაში პატრულირებს და იმედი მაქვს ხშირად შევხვდებით”-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთოების სფეროში არსებულ წარმატებაზე საუბრობს ბრიტანული მხარეც.
ჰიდროგრაფიული ხომალდი ბათუმის პორტს ხვალ დატოვებს.

“ბრიტანული ხომალდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთოების სფეროში არსებული წარმატებული და მრავლისმომცველი ურთიერთობებისა. HMS ECHO-ს შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას უკავშირდება. აღნიშნული ვიზიტით, დიდი ბრიტანეთი გამოხატავს შავი ზღვის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას,”- ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

Comments
Loading...