- Advertisement -

“გაბრაზებული ბათუმელები” – ბათუმში მოქალაქეთა ახალი მოძრაობა დაფუძნდა

პარლამენტის ყოფილი წევრები, რიგითი ბათუმელები დღეს ბათუმში შეიკრიბნენ და ოქალაქეთა მოძრაობის პრეზენტაცია გამართეს. შეკრებილების განცხადებით “ქართულ ოცნებაზე”, როგორც ქვეყის მმართველ ძალაზე გაბრაზებულები არიან, თუმცა ტოტალიტარული რეჟიმის დაბრუნებას არ დაუშვებენ. “გაბრაზებული ბათუმელები” არჩევნების მეორე ტურში სწორედ იმ ხისუფლების მხარდაჭერას გეგმავენ, რომლის მიმართაც ბევრი პრეტენზია აქვთ.

“გაბრაზებული ვართ ხელისუფლებაზე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ლარის კურსი დაეცა, ღირსების აღდგენა ვერ მოახერხა, მაგრამ ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგა, ვერ დავუშვებთ ტოტალიტარული წარსულის დაბრუნებას, ქუდზე კაცი გამოვა მეორე ტურში”-განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა მამული ჟღენტმა.

“გაბრაზებული ბათუმელები” ხელისუფლების მხარდამჭერ ფართომაშტაბიან აქციას 18 ნოემრს აანონსებენ. მოძრაობის წევრები არჩევნების დასრულების შემდეგ გეგმავენ მთავრობას კონკრეტული მოთხოვნები წაუყენონ და მათი შესრულება მოსთხოვონ.

Comments
Loading...