“გაიცანი 92 წითელ-არმიელიდან ერთ-ერთი” – ენმ-მ ზუგდიდის მაჟორიტარების ბიუროსთან სტიკერები გააკრა

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიასა და ედიშერ თოლორაიას ბიუროს ოფისებთან სტიკერები გააკრეს წარწერით: “გაიცანი 92 წითელ-არმიელიდან ერთ-ერთი … #გახარიაწადი”.

მათი განცხადებით, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას მანდატის შეჩერებაზე წილისყრაში მონაწილეობა მიიღეს და რუსი ოკუპანტის დავალებები პირნათლად შეასრულეს.

“მოხდა სამარცხვინო ფაქტი. ზუგდიდელმა დეპუტატებმა გავრილოვის დავალება შეასრულეს და ნიკა მელიას წინააღმდეგ ხმა მისცა. ჩვენი პროტესტი სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

Comments
Loading...