- Advertisement -

გეგა შენგელია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება

ევროპის საბჭოში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი გაიხსნა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, პირველ მოადგილე გიგა ფარულავასთან ერთად ესწრება.

ფორუმი ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. დემოკრატიის რიგით მე-8 ფორუმის მთავარი თემაა დემოკრატია და ინფორმაცია.

ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება გამოწვევები, რომელთა წინაშეც დემოკრატიული სამყარო დგას და საფრთხე, რომელსაც მსოფლიოს ყალბი ახალი ამბები უქმნის.

დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს 2 000-მდე ადამიანი ესწრება. ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმზე ორ მუსიკალურ ნაწარმოებს აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ჯგუფი The Georgian Six შეასრულებენ.

Comments
Loading...