გიორგი ანწუხელიძის სოფელში, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პარაკლისი გადაიხადეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში აგვისტოს ომში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში მისი თანასოფლელები, ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მემორიალი გვირგვინით შეამკეს, აღევლინა ომში დათუპულთა სულისმოსახსენიებელი პარაკლისი.

“ამ ადამიანის გმირობა კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს, რომ სამშობლოსთვის თავდადება და ბრძოლა,ყოველთვის გმირთა ხვედრია. ამავდეოულოდა ყველა პოლიტიკოს,ყველა სახელმწიფო მოხელეს კიდევ ერთხელ დიდ პასუხისმგენლობას აკისრებს,რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ ისეთ ვითარებაში და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მშვიდობიანი და დემოკრატიული,სწორედ ამიტომ ისე უნდა მოვიქცეთ რომ ამ გამვითარებით მივაღწიოთ გამთლიანებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.ამ გმითა სულის მოსახსენიებლი სწორედ ეს პოლიტიკა უნდა იყოს და ამ პოლიტიკას ადგას დღეს საქართველო და ხელისუფლება.”- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

Comments
Loading...