გიორგი შენგელია და დავით სერგენკო ზუგდიდში დევნილებს შეხვდა

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდიატი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად ზუგდიდში მცხოვრებ იბულებით გადადგილებულ პირებს შეხვდა. გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა და დევნილთა განსახლების საკითხებზე ისაუბრა.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ამჟამად 720 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობა მიმდინარეობს, დამატებით 240 ოჯახისთვის კი ახალი ბინების მშენებლობა უახლეოს პერიოდში იწყება. 2014 წლიდან დევნილ ოჯახებს ზუგდიდში 1000-მდე ახალი საცხოვრებელი ბინა და 500-მდე სახლი გადასცეს.

Comments
Loading...