- Advertisement -

გიორგი შენგელია ლომთათიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ლომთათიძის ქუჩაზე, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივებს შეხვდა.

გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბაკურიანისა და გურამიშვილის ქუჩებზეც.

სამუშაოებს კომპანია ,,ფაიფერი“ ,,ნიუ თაუერთან“ ერთად ახორციელებს.

დაგეგმილია სანქტ-პეტერბურგის, ბათუმის, გურამიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და ივერიელის ქუჩების რეაბილიტაცია.

Comments
Loading...