- Advertisement -

გიორგი ჭიღვარია ქუთაისში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო

ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისი მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ადგილზე გაეცნო.

სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ავოქარხნისა და ახალგაზრდობის ქუჩის მოსახლეობას მიაყენა.

გიორგი ჭიღვარიას განმარტებით, მისი მერობის შემთხვევაში მდინარე ოღასკურის კალაპოტი გაიწმინდება და გაღრმავდება, რომ მსგავსი ფაქტი თავიდან იქნას აცილებული.

გიორგი ჭირვარია სტიქიის ზონაში ამ დრომდე თანაგუნდელებთან ერთად რჩება.

Comments
Loading...