- Advertisement -

გრემში, ხანძრის შედეგად დაღუპული 10 წლის ბიჭის დედაც გარდაიცვალა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპული 10 წლის ბიჭის დედის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

ხანძრის შედეგად 30 წლის მარიამ ეჟიშვილს სხეულის 50%- იანი დამწვრობა ჰქონდა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ცნობისათვის, შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში 26 ნოემბერს მოხდა. ხანძარის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 10 წლის ბავშვი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახის წევრმა ღუმელის ასანთებად დიზელის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა, რის შედეგადაც ბოთლში დარჩენილი საწვავი აფეთქდა და ცეცხლი მთლიან სახლზე გავრცელდა.ხანძარმა სრულად გაანადგურა საოჯახო ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

Comments
Loading...