- Advertisement -

გურიაში ნინო წილოსანის მხარდაჭერით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე შეხვედრები გაიმართა

თემატური მოკვლევის ჯგუფი – “სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა” მოკვლევის შემდეგ ეტაპზე გადადის.

21 აპრილს რეგიონებსა და საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი ზეპირი მოსმენები დაიწყო.

ჩოხატაურში – “ივლიტას ბიბლიოთეკაში” თემატური მოკვლევის ჯგუფის – “სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა”, შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან გაიმართა, ღონისძიებას ორგანიზატორია გენდერული თანასწორობის საბჭო და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ხოლო ფინანსური მხარდამჭერი კი, ბრიტანეთის მთავრობაა (UK aid).

დაგეგმილ მოსმენაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები ხვდებიან და უსმენენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში არსებულ სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარ ქალ მეწარმეებს, რომლებიც სხვადასხვა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები არიან.

ამავე პროექტის ფარგლებში 22 და 24 აპრილს თბილისში საქართველოს პარლამენტში თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები უკვე ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მიღებული განაცხადების შერჩეულ ავტორებს (რომელთა ძირითად ნაწილს არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ) მოუსმენენ. ზეპირ მოსმენებში გარდა მოკვლევის ჯგუფის წევრი დეპუტატებისა, აქტიურად არიან ჩართული და თითოეულ მოსმენას ესწრება ჯგუფის ექსპერტიც, რომელიც მოსმენების შედეგად მიღებულ ინფორმაციას საბოლოოდ დასკვნითი სარეკომენდაციო დოკუმენტისთვის შეაჯამებს.

Comments
Loading...