გურიის გუბერნატორის მოადგილემ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილესთან ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

სოფელ ხვარბეთში 4 868 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 977 777 ლარს შეადგენს, სანიაღვრე არხების მოწყობასაც მოიცავს. ხვარბეთის გავლით კონჭკათის (კატისციხე) საზღვრამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.

სოფელ ნაღობილევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ღირებულება 154 760 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდება.

Comments
Loading...