- Advertisement -

გურიის გუბერნატორმა ოზურგეთში და ჩოხატაურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთში და ჩოხატაურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ამ ეტაპზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში გაბიონის მოწყობის სამუშაოები, ქალაქ ოზურგეთში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის სახურავის და ბაქრაძის ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის გზიდან, ეკალდიდი-დონაურის გავლით, ნატანების ცენტრალურ გზამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 358 999 ლარით ფინანსდება. სოფელ ოზურგეთში კულტურის სახლს რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 268 739 ლარით ფინანსდება. ქალაქ ოზურგეთში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი შენდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. დასრულდა საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მდ. ნატანებზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია.

აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 950 000 ლარით დაფინანსდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში და სოფელ ამაღლებაში სტიქიისგან დაზიანებული მილხიდისა და საავტომობილო გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 124 952 ლარს შეადგენს. სოფელ იანეულში გზის რეაბილიტაცია ხოლო, სოფელ ბუკისციხეში, კიუვეტებისა და საბჯენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 60 116 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„ მოვინახულეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დასრულების ფაზაშია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული სამუშაოები სრულდება ხარისხიანად. გარდა ამისა არის გარდამავალი პროექტები, რომლებიც წელს დავიწყეთ და მომავალი წლის პირველ კვარტალში უკვე იქნება შესრულებული. გურიაში თითოეული პროექტი, რასაც კი ვახორციელებთ ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და კვლავაც ასე გაგრძელდება“ – აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.

Comments
Loading...