- Advertisement -

გურჯაანელი ფერმერი: ნიკა გვარამიამ ღვინოს შეურაცხყოფა მიაყენა, არსად გადაგვეყაროს გაბრაზებულ კახელებს!

მთელი ქვეყანა აღშფოთებულია ნიკა გვარამიას საქციელით, – ამბობს ფერმერი იოსებ ნატროშვილი გურჯაანის სოფელი ვაჩნაძიანიდან „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ ქართველი მეღვინეების მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე.

„ეს არის უგვანო, უსაზიზღრესი და არაადამიანური საქციელი. როდესაც უფალი ბრძანებს, რომ „ღვინო ჩემს სისხლს“ ნიშნავს, არ შეიძლება ღვინის ასეთი შეურაცხყოფა. ღვინო არის ჩვენი იდენტობის ნიშანი. მთელი ქვეყანა აღშფოთებული ვართ, რაც მაგ გარეწარმა გააკეთა. თუ ღვინო არ იციან და არიან მარიხუანით გაბრუებულები, დაანებონ ღვინის ხსენებას თავი ვიღაც ქათმებმა. ნურსად გადაგვეყრებიან გაბრაზებულ კახელებს“, – აღნიშნა მან.

ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის მერია ავრცელებს.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „აქცენტები“ განაცხადა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.

Comments
Loading...