გურჯაანის აგრარულ ბაზარში დამლაგებლებმა ერთმანეთი სცემეს

შემთხვევა გუშინ მოხდა.ურთიერთშელაპარაკების შემდეგ დამლაგებელი ქალბატონები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის ქალბატონმა, მასზე 10 წლით უფროს ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“დაპირისპირება ერთი დახლის დასუფთავებას მოჰყვა. ჩვენმა შტატიანმა დამლაგებელმა დაასუფთავა ტერიოტორია, მეორე, შემოსულ დამლაგებელს კი ნაგავი მიუტანია და იქ დაუყრია. ამაზე მოუვიდათ ჩხუბი. “- განაცხადა გურჯაანის აგრარული ბაზრის დირექტორმა, ლამარა აკოფაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,მომხდარ ფაქტზე გამოძიება კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Comments
Loading...