გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მევენახეთა კონფერენცია პირველად გაიმართება

18 მაისს, პირველად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“, მევენახეთა კონფერენცია გაიმართება.

პროექტი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქპატენტის და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კონფერენციის მთავარი თემა – „მევენახეთა სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“ იქნება, ხოლო განსახილველ საკითხებს წარმოადგენს:
– ვაზის ჯიშები და ვაზის სანერგე სექტორი – ლევან უჯმაჯურიძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი-ცენტრი
– ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები- დავით გაბუნია, საქპატენტის სასწავლო ცენტრი
– ვენახების კადასტრი – ირმა მდინარაძე, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო
– საოჯახო ტიპის მარნები და მათი განვითარება – დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი
– ახალი თაობის შხამ-ქიმიკატები და სასუქები მევენახეობაში – ნიკოლოზ მესხი, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
– მშრალი საფუვრები და მეღვინეობის სხვა პროდუქტები – თემურ ორთოიძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
– ტრაქტორები და მევენახეობის მექანიზაცია – მიხეილ ალხანიშვილი, შპს „აგროტექნო“

კონფერენციის დასასრულს თითოეულ მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცემა.
მევენახეთა კონფერენციას მევენახეები, აგრარული მიმართულების სტუდენტები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

წელს, მევენახეთა კონფერენცია გურჯაანის მუნიციპალიტეტში პირველად გაიმართება, რომელსაც ყოველწლიური სახე მიეცემა.
პროექტის პარტნიორია სასტუმრო „ამბასადორი“.

Comments
Loading...