გურჯაანის მუნიციპალიტეტში 20 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.

-„გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბაღების ნაწილი გარემონტებულია და სტანდარტებს ექვემდებრება, ზოგს კი რეაბილიტაცია სჭირდება. სხვადასხვა ბაღში განსხვავებული მდგომარეობაა, ზოგს კოსმეტიკური რემონტი უნდა, ზოგს სახურავისა და კარ-ფანჯრის შეცვლა,“-განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასილაშვილმა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება გურჯაანის #1 და #2 საბავშვო ბაღებს, სოფელ ჯიმითის, დარჩეთის, ქოდალოს, ბაკურციხის, კოლაგის, ყიტაანის, მუკუზნის, ვაჩნაძიანის, ვაზისუბნის, ჩალაუბნის, მელაანის, კაჭრეთის, ზემო კაჭრეთისა და არაშენდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს.
ასევე ოთხი ბაღი გარემონტება სოფლებში კალურსა და კარდენახშიც.

Comments
Loading...