- Advertisement -

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “ნივის” და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა

შემთხვევის შედეგად დაშავებული “ნივის” მძღოლი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...