გურჯაანში ალაზნის სარწყავ არხში ავტომობილი გადავარდა – დაიღუპა ერთი ადამიანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, ღამით ალაზნის სარწყავ არხში, ჟიგულის მარკის ავტომანქანა გადავარდა რის შედეგადაც 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

კალაურში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელის ლევან ქევხიშვილია ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ ჩალის მოსაჭრელად წავიდა, რის შემდეგაც აღარავის უნახავს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება დღეს დილით შევიდა, მანქანა და ცხედარი სამაშველო ბრიგადამ არხიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანა.

Comments
Loading...