გურჯაანში, ქოროღლიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოში მგელმა ცხვარი დაგლიჯა

გურჯაანში, ქოროღლიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოში მგელმა ცხვარი დაგლიჯა, რამდენიმე დღის წინ კი ტურამ შინაური ფრინველები შეჭამა.

“ერთი ცხვარი გვყავდა ეზოში და ისიც შეჭამა. ტურები ყოველდღე ჩამოდიან, ხან იხვები მიჰყათ და ხანაც- ქათმები. მტაცებელი ცხოველების მოკვლა არ შეიძლება, ჯარიმაა და აბა რა ვქნათ, რა გავაკეთოთ. ტურები დღისითაც კი ჩამოდიან უბანში, იმდღეს მეზობლის ბიჭს მოსდევდნენ. გამრავლდნენ, ტყეში ვეღარ ეტევიან და გამოდიან. ამას რეგულირება უნდა, გამოყონ მონადირეების ჯგუფი და დახოცონ მტაცებლები, ასე როგორ შეიძლება,ისე მომრავლდნენ, რომ უკვე მოსახლეობას უქმნიან საფრთხეს“- განაცხადა დაზარალებულმა, ფირუზ შიუკაშვილმა.

გურჯაანის მერიაში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის მოკვლაზე ნებართვის მისაღებად, შესაბამისი მოთხოვნა გარემოს დაცვის სამინისტროში უკვე გადააგზავნეს.

ცნობისათვის, მგლის მიერ ცხოველებზე თავდასხმის ფაქტი რამდენიმე დღის წინ თელავის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა. სოფელ შალაურში მგლებმა საბალახოდ გამოსული თხები საავტომობილო გზის მიმდებარედ დაგლიჯეს.

Comments
Loading...