- Advertisement -

გურჯაანში შშმ პირების მშობლების გაძლიერების პროგრამის პირველი ეტაპის დასრულება აღინიშნა

დღეს, გურჯაანში ორგანიზაცია "ხელი ხელს"-ს საცხოვრებელ სახლში, შშმ პირების მშობლების გაძლიერების პროგრამის პირველის ეტაპის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. გამოიფინა შშმ პირთა მიერ შექმნილი კერამიკული ნაკეთობები. პროგრამა ორგანიზაცია „ხელი ხელს“ და შვეიცარიული ასოციაცია „Meet-Train Encourage / შეხვდი-ასწავლე-წაახალისე“-ს ინიციატივით მიმდინარეობდა.

დასკვნით ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი, მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მაია ბეროშვილი დაესწრნენ.

Comments
Loading...