- Advertisement -

დაბა ლაითურში წყალსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურის წყალსადენის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4.7 მილიონი ლარია. 

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია აგდილზე გაეცნო. 

პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, 4 ჭაბურღილის და რეზერვუარის მოწყობას. ასევე, გათვალისწინებულია 35 კმ. წყალსადენი ქსელის მოწყობა და გამრიცხველიანება. დაბა ლაითურში სასმელი წყლის სისტემის მოწყობამდე, ძველი ქსელი არ ფუნქციონირებდა და მოსახლეობას შორი მანძილიდან უწევდა წყლის მოტანა. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება და 3300 ადამიანი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

Comments
Loading...