დასუფთავების კვირეულის ფარგლებში ბათუმის N28-ე სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობები მოეწყო ipressბათუმი დამატების თარიღი 22 ნოემბერი, 2019 5 შპს „სანდასუფთავების“ ორგანიზებით დასუფთავების კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში ქალაქ ბათუმის N28-ე საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობები მოეწყო. შპს „სანდასუფთავების“ დირექტორმა დავით დუმბაძემ ახალგაზრდებს გარემოს დაცვის შესახებ ტრენინგ-სემინარი ჩაუტარა. 28-ე საჯარო სკოლის IX-X-ა და X-ბ კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ისწავლეს რას ნიშნავს მდგრადი განვითარება, როგორ და რატომ უნდა მოუაროთ გარემოსა და ბუნებას. მოგვიანებით მოსწავლეებმასკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.