- Advertisement -

დედოფლისწყაროში, სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალის მკვლელობა სავარაუდოდ ყაჩაღობას უკავშირდება

61 წლის თამარ სეფიაშვილის მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს რომელიც საკუთარ სახლში იპოვეს, ხელები წებოვანი ლენტით ხელები ჰქონდა შეკრული და სკამზე იყო დაბმული.
ოთახები არეული,ხოლო ფანჯრის მინები ჩამახვრეული იყო.

“ჩვენ ვფიქრობთ ეგ იყო ყაჩაღობა, სხვა რა უნდა ვიფიქროთ, სახლი არეული, ქალი მოკლული და ნაწამები. სკოჩით იყო მიმაგრებული სკმაზეო. ჩვენ ეგ დეტალები არ გვინახავს მაგრამ, შუშები რო დავინახეთ ჩამსხვრეული და არეულობა, პოლიცია გამოვიძახეთ.არაფერი ვიცით რა წაიღეს.ჯერ ისევ პოლიცია მუშაობს” – განაცხადა გარდახვლილის თანასოფლელმა,ზაზა ალადაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Comments
Loading...