დმანისის მერიაში კონტრაქტორ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 14 ივნისს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, კონტრაქტორ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, მერის მოადგილე ბადრი სუბარი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან მანთაშაშვილი, ამავე სამსახურის თანამშრომლები და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გაიხილეს დმანისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

Comments
Loading...