- Advertisement -

დმანისის მერმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სავარძელ-ეტლებს გადასცა

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოციალური აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს: ჟენია მახნიაშვილს, მამუკა გრიგალაშვილს, ვასო გვიჩიანსა და ზოხრა კიარიმოვს გადაადგილებისათვის დამხმარე სავარძელ-ეტლებს გადასცა.

სოციალურ აქციაში ჩაერთვნენ: მერის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში , ასევე საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთეკის კომისიის თავმჯდომარე – კახა პეტრიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სავარძელ-ეტლები მუნიციპალიტეტის მერიას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კოორდინაციით, გადმოსცა საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის.
77

Comments
Loading...