- Advertisement -

დმანისის მუნიციპალიტეტში გარე განათების სისტემებს აწესრიგებენ

დმანისის მუნიციპალიტეტის 28 სოფელში გარე განათების ბოძებზე 50 ვატიანი LED სათათების მოწყობა დასრულდა.

სულ მოეწყო 667 სანათი, სამუშაოების ღირებულებამ კი 586,329 ლარი შეადგინა.

გარე განათების სისტემის მოწყობის პროცესი ეტაპობრივად გაგარძელდება და უახლოეს მომავალში ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

საჭიროებიდან გამომდინარე, გარე განათების ნათურები ეტაპობრივად იცვლება ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე.

აღსანიშნავია, რომ განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და აქტიურად მიმდინარეობს.
დმანისში ამ მიმართულებით, სულ 1 372 000 ლარის ღირებულების, 77 პროექტი შესრულდება.

Comments
Loading...