დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

მიმდინარე წლის 14 მარტს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელიც მოიცავდა ქალაქ დმანისის საავტომობილო გზის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებს, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს.

აქციაში მონაწილეობდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(აიპ) – იებისა და საჯარო სკოლების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ევროპელი” და დმანისის მოსახლეობა.

შეგროვილი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდა ა(აიპ) კომუნალური სამსახურის მიერ.

Comments
Loading...