დმანისში, ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს

მიმდინარე წლის 13 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ტატუაშვილი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 2019 წლის იანვარში დაწყებული პროექტის “ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის” – პროექტის წარდგენას ახალგაზრდებისათვის არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გამოკვეთა და მათზე რეაგირების გზების ჩამოყალიბება.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტში: საგარეჯო, მარნეული, ბოლნისი, დმანისი.

Comments
Loading...