დმანისში, სოფელ გომარეთში სპორტული მოედნის და სკვერის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი დაპირებების შესრულებას განაგრძობს.

მიმდინარე წლის 14 ივნისს, გამოცხადდა ტენდერი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში სპორტული მოედნის და სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის შესახებ.

სკვერი უზრუნველყოფილი იქნება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება ატრაქციონები, ფიტნეს ზონა და სავალი ბილიკები. პარკში ასევე განთავსდება დასასვენებელი სივრცეები, როგორც ახალგაზრდებისთის ასევე უფროსი თაობისთვის.

პროექტის ღირებულება შეადგენს 430446 ლარს, დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტი.

“„ჩვენი მიზანია, დმანისის მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. სასიხარულოა, რომ მერიის ინიციატივით, სოფელ გომარეთში მოეწყობა თანამედროვე დასავენებელი სკვერი, რომელიც მოსახლეობას მისცემს საშუალებას თავისუფალი დრო გაატაროს კომფორტულ სივრცეში. ქალაქის კეთილმოწყობისთვის თითოეული მოქალაქისა და კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დამანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა.

Comments
Loading...