- Advertisement -

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე რვა საკითხი განიხილა

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.

1. დადგენილება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. დადგენილება: “დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 თებერვალის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 16 ივლისის დადგენილებაში N18 ცვლილებების შეტანის შესახებ.
4. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის განხილვის შესახებ.
6. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმისა და 2020 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის №62 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
7. განკარგულება: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალიწწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დმანისის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრის თაობაზე.
8. განკარგულება: ,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, უძრავი ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25.10.2019 წლის N 65 08 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

Comments
Loading...