- Advertisement -

ევროპის სპორტის კვირეულს ქუთაისი შეურთდა

ევროპის სპორტის კვირეულს ქუთაისი შეურთდა. ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაიმართა რამდენიმე ღონისძიება.

მოეწყო სიმბოლური გარბენი, საჩვენებელი პროგრამით წარსდგნენ ტანმოვარჯიშეები, სკეიტბორდერები, გაიმართა ტურნირი მოყვარული მოჭადრაკეებისთვის. ასევე, გაიხსნა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“.

ევროპის სპორტის კვირეული საქართველოში მეორე წელია იმართება.

ევროპის სპორტის კვირეული 23-დან 30 სექტემბრის ჩათვლის მიმდინარეობდა. ინიციატივა მასობრივი სპორტული ღონისძიებებისა და აქტივობების მოწყობას გულისხმობს. მასში ჩართვა და მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Comments
Loading...