“ევროპული საქართველოს” წყალტუბოს შტაბის მენეჯერმა პარტია დატოვა და მხარდაჭერა “ოცნებას” გამოუცხადა

“ევროპული საქართველოს” წყალტუბოს შტაბის მენეჯერმა გოჩა ჩაკვეტაძემ პარტიის შტაბი დატოვა და მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” გამოუცხადა.

გადაწყვეტილების მიზეზად ნაციონალური მოძრაობისთვის მხარდაჭერას ასახელებს. მისი თქმით, შტაბში მენეჯერად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მიიწვიეს.გოჩა ჩაკვეტაძე თავის თანამოაზრეებსა და მეგობრებს მოუწოდებს მხარი არა “ნაციონალურ მოძრაობაზე” მხარდაჭრილ “ევროპულ საქართველოს”, არამედ “ქართულ ოცნებას” დაუჭირონ. ჩაკვეტაძის თქმით, მიუხედავად მისი პატივისცემისა “ევროპული საქართველოს” მიმართ, არ აპირებს დადგეს “ნაციონალური მოძრაობისა” და მიშა სააკაშვილის გვერდით. მას უკვე გამოუჩნდა თანამოაზრეები, რომლებიც “ქართულ ოცნებას” მასთან ერთად შეუერთდება.

Comments
Loading...