- Advertisement -

ეკო-ხელოვნების ფესტივალი “ბაღდათის ზეცა სულის ეკოლიგია” გაიხსნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ეკო-ხელოვნების ფესტივალი “ბაღდათის ზეცა სულის ეკოლიგია”, დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ- მუზეუმს უცხოელ შემოქმედებთან ერთად, მაიაკოვსკის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი მწერლები და მთარგმნელები სტუმრობდნენ., რომელთა მონაწილეობითაც სალონური შეხვედრა მოეწყო.

 

საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბაღდათში მთელი კვირის განმავლობაში შემოქმედებითი ღონისძიებები მიმდინარეობს. აღნიშნული ფესტივალი ვლადიმერ მაიაკოვსკის 125 წლის იუბილეს ეძღვნება, ფესტივალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Comments
Loading...