ელექტრომობილით ბათუმის ბულვარში ამჯერად რუსი ტურისტი დაშავდა

რუსთის ფედერაციის მოქალაქე 25 წლის ეკატერინა გერასიმოვა ელოქტრომობილით თავად გადაადგილდებოდა. მართვის დროს ტურისტმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არდაგანის ტბასთან დაღმართზე გადავარდა. ტრანსპორტის ამოყირავების შედეგად უცხოელმა დაზიანებები მიიღო, რის გამოც იგი რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და ის სიცოცხლეს საფღტხე არ ემუქრება. მედიკოსების ინფორმაციით ტურისტი ფეხის არეში დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

პირველი მაისიდან ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებით გადაადგილება იკრძალება, რასაც სასეირნო ტრანსპორტის მფლობელები აპროტესტებენ. ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, საკრებულოს აკრძალვის რეგულაციის შემოღების მოთხოვნით, მოქალაქეთა დაზიანებების ხშირი შემთხვევების გამო მიმართა. გასულ წელს დაზიანებების გამო სისხლის სამართლის რამდენიმე ათეული საქმე აღიძრა.

რამდენიმე დღის წინ ეშმაკის ბირბლის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრომობილი ისრაელის ორ მოქალაქესაც დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

Comments
Loading...