“ეროვნულმა მოძრაობამ” მხარდაჭერა “ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატს გამოუცხადა

ზუგდიდში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ეროვნულის მოძრაობისა და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლების ფორუმი გაიმართა.

სადაც დამსწრე საზოგადოებამ “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატ გიორგი შენგელიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. “ეროვნული მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებით, ეროვნული იდეების გამგრძელებლად მათ სწორედ გიორგი შენგელია მიაჩნიათ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის პრობლემები, რაც ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებს აწუხებთ.

Comments
Loading...