ე.წ “უკდავი პოლკი” ბათუმში 9 მაისთან დაკავშირებით ტრადიციულ აქციას მართავს

“პოლკის” წევრებს საბჭოთა სიმბოლიკა ამჯერად აქციის ფარგლებში არ გამოუყენებიათ. მათ აღნიშნული აკრძალვის შესახებ ინფორმაცია წელს ბათუმის მერიამ მიაწოდა. აქციის მონაწილეები გმირთა ხეივნამდე მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

“უკდავი პოლკის” მოძრაობა , რუსეთში ჩამოყალიბდა. მისი წევრების განმარტებით აღნიშნული პლატფორმა არის შესაძლებლობა, რომ სამამულო ომში გამარჯვებულთა შთამომავალი წინაპრების გმირობებს არასდროს დაივიწყებს. შეკრებილებმა მემორიალთან 1945 წელს ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში დაღუპულთა სურათები გამოფინეს.

Comments
Loading...