- Advertisement -

ვაშაძე ქუთაისელებს: თუ “ოცნება” წაიღებს აქედან პოლიტიკურ ცენტრს, პირობას გაძლევთ, დავაბრუნებთ!

გაერთიანებული ოპოიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში ამომრჩეველს შეხვდა.

“ამ ქალაქში იწერებოდა ისტორია, ამ ქალაქში დაიბადა ქართული თავისუფლების, სახელმწიფოებრიობის მოქალაქეობრიობის შეგრძნება. როდესაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა ქუთაისმა თბილისს გადაუსხა სისხლი. როდესაც ასახელებ ფალიაშვილს, ოცხელის, გალაკტიონის სახელებს და კიდევ ბევრი, ეს ხალხი იყო ვინც ქუთაისთან ერთად საქართველოს ისტორიას წერდა და ამ ყველაფრის მერე “ოცნება” დაკავებულია იმით რომ ამ ქალაქიდან წაიღონ პოლიტიკური ცენტრი, პირობას გაძლევთ თუ წაიღეს დავაბრუნებთ უკან.

დღეს ვაპირებდი განათლებაზე, თავდაცვაზე ლაპარაკს, მაგრამ როდესაც რუსავი 2 ზე გაშვებულმა ფირმა დაგვანახა, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს და ყველა ინსტიტუცია არის მაფიად გადაქცეული. ფარცხალაძე გარედან მართავს პროკურატურას, ეს ხალხი ძალადობს მოწმეებზე, ამ ხალხს ჰყავთ კერძო შეარაღებული არაკანონიერი დაჯგუფება, ეს იყო რისთვისაც 41 შემოხაზეს საქართველოს მოქალაქეებმა? არა”, – განაცხადა ვაშაძემ.

Comments
Loading...